პარლამენტში 18 თებერვალს ინტერპელაციის წესით, ირაკლი კობახიძისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, კახაბერ გულედანის მოსმენაა დაგეგმილი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 18 თებერვალს, ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და რეგიონული განვითარების მინისტრის, კახაბერ გულედანის მოსმენაა დაგეგმილი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, კახაბერ გულედანი პარლამენტში ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მიიწვია.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინტერპელაციას, ის ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერაა მიწვეული.

„ოთხშაბათს გვაქვს ორი ინტერპელაცია. პირველი არის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინტერპელაცია. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს, მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, 12:00 საათზე გვექნება პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია. გარდა ამისა, ფრაქციამ „საქართველოსთვის“ ინტერპელაციის წესით მიმართა რეგიონული განვითარების მინისტრს, კახაბერ გულედანს და პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის შემდეგ, იქნება რეგიონული განვითარების მინისტრის ინტერპელაცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს