ალექსანდრე დარახველიძე - კარგია, რომ შევთანხმდით, „კამიტი“ არ გამოგვიყენებია - საია-ც ადასტურებს ამ ფაქტს, რომ ეს იყო სიცრუე და დეზინფორმაცია, რომელიც გავრცელდა

კარგია, რომ შევთანხმდით, „კამიტი“ არ გამოგვიყენებია. საია-ც ადასტურებს ამ ფაქტს, რომ ეს იყო სიცრუე და დეზინფორმაცია, რომელიც გავრცელდა,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ძალადობრივი აქცია იყო და შსს-მ კანონით განსაზღვრული სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

„რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, რაც საზოგადოებამაც კარგად იხილა, ეს არ იყო მშვიდობანი, ძალადობრივი აქცია იყო. ძალადობრივი აქციის დროს, როდესაც თავდასხმა ხდება პოლიციაზე, სახელმწიფო უწყებებზე, მათ შორის პარლამენტის შენობაზე და ასე შემდეგ, ასეთ დროს პოლიციის შესახებ კანონი „შავით თეთრზე“ განსაზღვრავს, რა საშუალებები შეიძლება იყოს გამოყენებული. ეს არის როგორც აქტიური, ასევე პასიური თავდაცვის საშუალებები, მათ შორის არის ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ბრძანება 10.02-ს, არსებობდა ნამდვილად ჩანაწერი, თუ არ ვცდები 2022 წლამდე, რომლითაც შეზღუდული იყო წყლის ჭავლის და გაზის ერთობლივად და პარალელურ რეჟიმში გამოყენება, თუმცა, ვინაიდან ეს არ გამომდინარეობდა კანონის აკრძალვიდან, ჩვენ როცა ეს ცვლილება განხორციელდა, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას გავეცანით, მათ შორის ეუთო-ოდირის სტანდარტებს, ასევე Amnesty-ს კონკრეტულ ანგარიშებს. იქ არანაირი შეზღუდვა და აკრძალვა არ ყოფილა, რომ ეს აკრძალული უნდა იყოს. შესაბამისად, კანონში მთავარი პრინციპია განსაზღვრული, რაც არის პროპორციულობასთან დაკავშირებით. სპეციალური საშუალება და ძალა უნდა იყოს გამოყენებული იმ პროპორციულობით, რა საფრთხეც არსებობს“,-განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით, საია სამართალწარმოებას იწყებს და საქართველოს პროკურატურას შესაბამისი კომუნიკაციით მიმართავს. როგორც საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, 2025 წლის დეკემბრამდე, მიუხედავად მოწოდებებისა, სახელმწიფო არ ასაჯაროებდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა. მისივე განცხადებით, საია ამ ეტაპზე იცავს 7 დაზარალებულს, რომლებმაც ორგანიზაციას სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემაზე მიაწოდეს ინფორმაცია და თითოეულ მათგანს აღნიშნული პრობლემები დღემდე აწუხებთ. ონიანის თქმით, აღნიშნულს ისინი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის მხრიდან მათ წინააღმდეგ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს უკავშირებენ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ