ირაკლი ქადაგიშვილი - საია-ს სარჩელში უკვე ქიმიური იარაღი და „კამიტი“ ამოაგდეს - აქამდე ხომ გვიმტკიცებდნენ, რომ ქიმიური იარაღი და „კამიტი“ იყო გამოყენებული

საქართველოში, ჯერჯერობით, ერთადერთი დაზარალებული იყო ძაღლი, რომელიც პატრონს ვერ ცნობდა და ბუმბულგაცვენილი თუთიყუში - საია-მ ეს ყველაფერი გვერდზე გადადო და ორი წლის შემდეგ ფიქრობს, რომ არიან დაზარალებული ადამიანები და მიმართავს პროკურატურას, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საია-ს სარჩელს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოს წინააღმდეგ ქიმიური შემოტევა ჩაიფუშა, რადგან ყველა ჭკუათმყოფელმა ადამიანმა იცის, რომ ქიმიური იარაღი ადამიანებს კლავს და ჯანმრთელობისათვის აბსოლუტურად გამოუსწორებელ შედეგებს ტოვებს.

„საია-ს ადამიანებზე ზრუნვის სურვილი გაუჩნდა, როდესაც უცხოეთში პროპაგანდისტული ფილმი გადაიღეს და საქართველოში შემოიტანეს. საია-ს სარჩელში უკვე ქიმიური იარაღი და „კამიტი“ ამოაგდეს. ხომ ნახეთ, თურმე, რა ადვილია საქართველოზე ცუდი ამბების გავრცელება. აქამდე ხომ გვიმტკიცებდნენ რომ ქიმიური იარაღი და „კამიტი“ იყო გამოყენებული. ბოლოს ვიღაცამ ეტყობა უცხოეთშიც თქვა, რომ „კამიტი“ და ქიმიური იარაღი აბსოლუტურად დამანგრეველ და მომაკვდინებელ შედეგებს იწვევს. საქართველოში ჯერჯერობით, ერთადერთი დაზარალებული იყო ძაღლი, რომელიც პატრონს ვერ ცნობდა და ბუმბულგაცვენილი თუთიყუში. საია-მ ეს ყველაფერი გვერდზე გადადო და ორი წლის შემდეგ ფიქრობს, რომ არიან დაზარალებული ადამიანები და მიმართავს პროკურატურას. თან ამბობს ობიექტური გამოძიება ჩატარდესო. სახელმწიფო სხვა ინსტიტუციამ რომ ჩაატარა ობიექტური გამოძიება, მის მასალებს გაეცნენ და შეისწავლეს?! სუს-ის გამოძიებაში სწორედ იმაზე იყო საუბარი, რაზეც ატყდა მსოფლიოში საქართველოს წინააღმდეგ ქიმიური შემოტევა. ეს შემოტევა ჩაიფუშა, რადგან ყველა ჭკუათმყოფელმა ადამიანმა იცის, რომ ქიმიური იარაღი ადამიანებს კლავს და ჯანმრთელობისათვის აბსოლუტურად გამოუსწორებელ შედეგებს ტოვებს. უცბად ამაზე რევოლუცია ვერ ააგორეს და ამიტომ ეს მოხსნეს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით, საია სამართალწარმოებას იწყებს და საქართველოს პროკურატურას შესაბამისი კომუნიკაციით მიმართავს. როგორც საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, 2025 წლის დეკემბრამდე, მიუხედავად მოწოდებებისა, სახელმწიფო არ ასაჯაროებდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა. მისივე განცხადებით, საია ამ ეტაპზე იცავს 7 დაზარალებულს, რომლებმაც ორგანიზაციას სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემაზე მიაწოდეს ინფორმაცია და თითოეულ მათგანს აღნიშნული პრობლემები დღემდე აწუხებთ. ონიანის თქმით, აღნიშნულს ისინი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შსს-ის მხრიდან მათ წინააღმდეგ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს უკავშირებენ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ