მოსამართლემ ბაჩო ახალაია კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა. ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე ლევან გელოვანმა არ დააკმაყოფილა და 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო სხდომის ნაწილი დახურულ რეჟიმში წარიმართა. როგორც ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დაცვის მხარე სასამართლო სხდომის ღიად წარმართვის მომხრეა, რადგანაც საზოგადოებამ დაინახოს, აქვს თუ არა მტკიცებულებები პროკურატურას ახალაიას წინააღმდეგ.

მისი თქმით, პროკურატურას ბაჩო ახალაია ციხეში მტკიცებულების გარეშე ჰყავს მოთავსებული.

„სიმართლე გითხრათ, დახურვის საფუძველი სასამართლომაც ვერ გაიგო. მოისმინეთ კიდევაც, რომ არცერთი მოწმის ( სახელი და გვარი) არ გაჟღერებულა.

ვითხოვეთ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება და საერთოდ, დევნის შეწყვეტა. მარტივი მოცემულობა იყო, რომ ბრალდების მხარეს უნდა დაესახელებინა ერთი მტკიცებულება მაინც. ფიზიკურად არ არის მტკიცებულება. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ, კავშირს ვერ ადასტურებენ. თვითონ, მოსამართლემაც კი ჰკითხა(ბრალდებას) კავშირის შინაარსი თუ იცითო და არა, არ ვიცითო, უბრალოდ, ამ კავშირის მიერ ის მოხდა, რაც მოხდაო და ეს ვარაუდიაო. ვარაუდი კი მტკიცებულებას არ წარმოადგენს.

სხდომის დახურვის საფუძველი არის მოწმის ვინაობის არგაცხადება, რომელიც მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. თეორიულად, სრულად ვერ დაიხურება სხდომა, არიან მოწმეები, რომლებსაც არანაირი პრობლემა არ აქვთ საჯაროდ გაცხადების“, - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ