მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა პროექტი, რომლის საფუძველზეც „საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად ცხადდება, ფონდი კი ლიკვიდაციას დაექვემდებარება

მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა პროექტი, რომლის საფუძველზეც “სააქციო საზოგადოების - საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად ცხადდება, ფონდი კი ლიკვიდაციას დაექვემდებარება.

როგორც მთავრობა განმარტავს, ფონდის ფუნქციების ინტეგრირება “აწარმოე საქართველოში“ ქოლგის ქვეშ მოხდება.

მთავრობის კანონის პროექტი განსახილველად ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს გადაეცა.

საქართველოს განვითარების ფონდის მიზნებია: კომერციულად მდგრადი პროექტების განხორციელება, მოგების მიღება და ფინანსური აქტივების ღირებულების გაზრდა; საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ათვისება; ადგილობრივი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებში საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად ფულადი და არაფულადი თანამონაწილეობით; ახალი პროექტების შემუშავება ან/და დაფინანსება და განხორციელებულ პროექტებში არსებული, ფონდის კუთვნილი წილის/აქციების განკარგვა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს