შს მინისტრი არასრულწლოვანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით პოლიციელის დაკავებაზე - გამოძიება გრძელდება და თუ კიდევ ვინმეს აქვს ამ დანაშაულში მონაწილეობა, შესაბამისი რეაგირება იქნება

ნამდვილად ცუდი ფაქტი იყო, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ შსს-ის თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც ბრალად არასრულწლოვანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად.

გელაძის განმარტებით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და თუ ვინმეს აქვს ამ დანაშაულში მონაწილეობა, შესაბამისი რეაგირება იქნება.

„ქართული პოლიცია არის ძლიერი და ორიენტირებული ქვეყანაში შექმნას უსაფრთხო გარემო და უზრუნველყოს მართლწესრიგი. ნამდვილად ცუდი ფაქტი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ როგორც კი ამის შესახებ გაიგო, დანაშაული მოხდა თუ არა, მოახდინა რეაგირება. საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. დაკავებულია სამმართველოს უფროსის მოადგილე, გამოძიება გრძელდება და თუ ვინმეს კიდევ აქვს ამ დანაშაულში მონაწილეობა, შესაბამისი რეაგირება იქნება. კადრებში როგორც მახსოვს, 2-3 ადამიანია, აქედან ერთი დაკავებულია. გამოძიება გრძელდება, გამოკითხულია ყველა და მერწმუნეთ, მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა ძალიან სწორად იმოქმედებს“, - განაცხადა გელაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადაწყვიტა განეხორციელებინა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონის დათვალიერება, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით. ამასთან, მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მოსთხოვა არასრულწლოვანს მობილური ტელეფონის განბლოკვა და მისთვის გადაცემა, რაზეც არასრულწლოვანმა უარი განაცხადა. აღნიშნულით გაღიზიანებულმა კი არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას, რომ დააკავებდა და სცადა იძულების გზით მოეხდინა მობილური ტელეფონის განბლოკვა, რაც ვერ მოახერხა.

დაკავებულს გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმის პროკურორის განცხადებით, მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს