ვიქტორ ორბანი - უნგრეთი მხარს უჭერს აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას უკრაინაში

უნგრეთი განაგრძობს იმ სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელსაც აშშ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით ახორციელებს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დონალდ ტრამპი რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ყოფილიყო, ეს ომი არ დაიწყებოდა და ახლა რომ პრეზიდენტი არ იყოს, შანსიც კი არ გვექნებოდა, რომ ომი მშვიდობით დასრულდეს“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი თქმით, უნგრეთი მზადაა ბუდაპეშტი სამშვიდობო სამიტის ჩატარების ადგილი გახდეს, თუ ეს შესაძლებელია.

ამასთან, ორბანმა ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წყალობით, აშშ-სა და უნგრეთს შორის ურთიერთობებში „ახალი ოქროს ხანა დადგა“.

„არ მახსოვს - თუმცა პოლიტიკაში დაახლოებით 30 წელია ვარ ჩართული - ბოლოს როდის იყო ორ ერს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე, ასეთი დაბალანსებული და ასეთი მეგობრული. ამიტომ, გულწრფელ მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს“, - აღნიშნა ორბანმა.

შეგახსენებთ, მარკო რუბიო უნგრეთში გუშინ საღამოს სლოვაკეთიდან ჩავიდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს