ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორს შეხვდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორს შეხვდა , - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-თან ბირთვული შეთანხმების შესახებ დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსის ჟენევაში შეხვდა.

„ახლახან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ხვალ დაგეგმილი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის მოსამზადებელი სიღრმისეული ტექნიკური შეხვედრა დავასრულე“, - წერს გროსი X-ზე.

ცნობისთვის, , აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანის დელეგაციასთან ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს ხვალ, 17 თებერვალს ჟენევაში გამართავენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს