ევროკავშირი „მშვიდობის საბჭოს“ სამიტს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება

ევროკავშირი „მშვიდობის საბჭოს“ სამიტს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, გიომ მერსიემ ბრიფინგზე განაცხადა.

ევროკომისიის პრესსპიკერის ცნობით, ვაშინგტონში დაგეგმილ „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სამიტს ევროკავშირის სახელით ევროკომისარი დუბრავკა შუიცა დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება.

„კომისარი შუიცა მიმდინარე კვირის ბოლოს ვაშინგტონში გაემგზავრება და „მშვიდობის საბჭოს“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს, კერძოდ, ღაზას საკითხის ნაწილში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკომისია „მშვიდობის საბჭოს“ წევრი არ ხდება“, - განაცხადა მერსიემ.

ცნობისთვის, „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი ვაშინგტონში 19 თებერვალს გაიმართება. „მშვიდობის საბჭოს“ წესდების ხელმოწერის ცერემონია გასულ თვეში, დავოსში გაიმართა. ამჟამად საბჭოს შემადგენლობაში წესდების ხელმომწერი 22 სახელმწიფოა.

„მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს, თავდაპირველად ღაზას რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა, თუმცა, ორგანიზაციის წესდების თანახმად, მის მისიას მთელ მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს