საფრანგეთში უკრაინის მოწვევით „ენერგეტიკული რამშტაინის“ შეხვედრა გაიმართება

საფრანგეთში უკრაინის მოწვევით „ენერგეტიკული რამშტაინის“ შეხვედრა გაიმართება, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად საფრანგეთში „რამშტაინის“ ფორმატში შეხვედრა მიმდინარე კვირაში გაიმართება.

საფრანგეთში დაგეგმილი შეხვედრის წინ, ვოლოდიმირ ზელენსკის ანგარიში უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, დენის შმიგალმა წარუდგინა.

„კონკრეტული საჭიროებები გამოვყავით და მინისტრი სწორედ ამ მხარდაჭერის პაკეტებზე გაამახვილებს ყურადღებას“, - წერს ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების, ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების, ასევე, აშშ-ის, კანადისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს