იურაი ბლანარი - სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე უახლოეს დროში საქართველოს ესტუმრება, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც

სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს უახლოეს პერიოდში ესტუმრება, ასევე, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ვიზიტიც.

ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იურაი ბლანარის თქმით, სლოვაკეთის რესპუბლიკა სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

„მინდა, განვაცხადო, რომ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები ძალიან კარგია. არავითარი პრობლემები არ არსებობს. ასევე, ურთიერთობები ძალიან კარგია უმაღლეს დონეზე. [სლოვაკეთის] პარლამენტის თავმჯდომარე უახლოეს დროში ესტუმრება საქართველოს, ასევე, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც. ვცდილობთ, რომ ვიზიტი რაც შეიძლება მალე განხორციელდეს.

მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები მყარდება ახალი საკონსულოების გახსნით, მაგალითად, საკონსულო გაიხსნა ქუთაისში. ურთიერთობების გაუმჯობესება ხდება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლითაც, რომელიც დაინიშნა ბრატისლავიდან ქუთაისამდე და პირიქით. საქართველო ძალიან მიმზიდველია ტურისტული კუთხითაც. მინდა, რომ ხაზგასმით განვაცხადო, სლოვაკეთის რესპუბლიკა სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. თქვენი ქვეყნის ერთიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას ვაცხადებთ, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყანა დაარღვევს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა იურაი ბლანარიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს