„თავისუფლების მოედანმა” ახალი წევრები წარადგინა

„თავისუფლების მოედანმა“ გუნდის სამი ახალი წევრი წარადგინა.

პრესსამსახურის თანახმად, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ ღონისძიებაზე პარტიამ ახალ წევრებად წარადგინა: მაია აბულაშვილი, ეკატერინე მაისაია და კახა ჩიქოვანი.

ასევე, „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ უახლოესი პრიორიტეტების და სამოქმედო გეგმების შესახებ ისაუბრა.

“ახლა, როდესაც “ქართული ოცნება” ყველანაირად ცდილობს ადამიანებს აუკრძალოს აზრის გამოხატვა, შეუზღუდოს პოლიტიკური უფლებები და ქვეყანაში ავტოკრატია ჩამოაყალიბოს, საქართველოში გაბედული მოქალაქეები “თავისუფლების მოედანს” უერთდებიან”,-განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ცუცქირიძემ.

შეხვედრაზე ითქვა, რომ გამარჯვება შეუძლებელია ძლიერი პოლიტიკური პარტიის გარეშე.

აღინიშნა, რომ „თავისუფლების მოედანი“ მიზნად ისახავს ჩამოყალიბდეს ქვეყნის მასშტაბით სანდო, კომპეტენტურ და ბრძოლისუნარიან ალტერნატივად. ამ მიმართულებით იწყება ინტენსიური სტრატეგიული, რეგიონული და საკომუნიკაციო კამპანიები.

ღონისძიება მონაწილეებთან ღია დისკუსიით დასრულდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე