მაკა ბოჭორიშვილი - ხშირად ვხედავთ, როგორ ხდება ბრიუსელის მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება - მოხარული ვართ, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გულწრფელ სურვილს

ჩვენ ხშირად ვხედავთ, როგორ ხდება ბრიუსელის მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება. მოხარული ვართ, რომ სლოვაკეთი ეწინააღმდეგება ამ მიდგომას და მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გულწრფელ სურვილს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იურაი ბლანარიმთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მადლიერია სლოვაკეთის მხრიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის და აღნიშნავს, რომ მეგობარი ქვეყნების თანადგომა აუცილებელია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

„მადლობას გადაგიხდით საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. სლოვაკეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესისთვის. ჩვენ ხშირად ვხედავთ, თუ როგორ ხდება ბრიუსელის მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება. მოხარული ვართ, რომ სლოვაკეთი ეწინააღმდეგება ამ მიდგომას და მხარს უჭერს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გულწრფელ სურვილს. ამ პროცესში ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სრულად აცნობიერებს სანქციების რეჟიმის მნიშვნელობას და ცდილობს უზრუნველყოს მისი ეფექტიანი შესრულება.

ამასთან, ბოჭორიშვილის განცხადებით, არსებობს შემთხვევები, როდესაც გარკვეული გადაწყვეტილებები ინფორმაციის სრულყოფილი გაცვლის გარეშე მიიღება, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებზე.

„საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სანქციების თავიდან არიდება არ მოხდეს საქართველოს გავლით. ჩვენ ამ საკითხებზე ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროპულ მხარესთან, მიუხედავად ამისა ვხედავთ ხდება ინფორმაციის გაუთვალისწინებლად და ინფორმაციის გარეშე გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რაც აზიანებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, აზიანებს იმ პოტენციალს რა პოტენციალიც არსებობს ორივე მხარეს შორის“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ