სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს აქვს 7 %-იანი ეკონომიკური ზრდა, რას არ მივცემდით, რომ ჩვენც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს - ვაპირებთ ეკონომიკური დიპლომატის გამოგზავნას საქართველოში

საქართველოს აქვს 7 %-იანი ეკონომიკური ზრდა. რას არ მივცემდით, რომ ჩვენც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. მინდა, მოგილოცოთ ეს ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

იურაი ბლანარის თქმით, მაკა ბოჭორიშვილთან საუბრისას შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

„დღეს ვისაუბრეთ ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. საქართველოს აქვს 7 პროცენტი ეკონომიკური ზრდა. რას არ მივცემდით, რომ ჩვენც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. მინდა, მოგილოცოთ ეს ეკონომიკური ზრდა. გვინდა, რომ გავაღრმაოთ ჩვენი ეკონომიკური დიპლომატია. ვაპირებთ ჩვენი ეკონომიკური დიპლომატის გამოგზავნას საქართველოში, რომ მან ეძიოს და გააღრმაოს ეკონომიკური თანამშრომლობა. არსებობს ბევრი სფერო, რომელშიც შეგვიძლია საქართველოსთვის სასარგებლო ვიყოთ. მაგალითად მწვანე ენერგიები, ინოვაციები, გამავალი წყლების გაწმენდა.

დიდი ხანი არ არის რაც ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ქალბატონ მინისტრთან შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ამ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ჩვენ მოხარული ვიქნებით, რომ დავასრულოთ სხვა შეთანხმებებიც. ქალბატონ მინისტრს ვთხოვე, რომ თავის კოლეგებთან ეს საკითხი მიიყვანოს ბოლომდე. მაგალითად შეთანხმება ინვესტიციების შესახებ“, - განაცხადა იურაი ბლანარმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს