პეტრ პაველი - რუსეთის პოზიციის გამო მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინაში ომის დასრულება ნაკლებად სავარაუდოა - მოსკოვზე ზეწოლის შენარჩუნება მნიშვნელოვანია

რუსეთის პოზიციის გამო მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინაში ომის დასრულება ნაკლებად სავარაუდოა, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.

„თუ ვინმეს მოლოდინი ჰქონდა, რომ უკრაინას, ევროპის ქვეყნებს, აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმების მიღწევა მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლებელი იქნებოდა, ეს ნამდვილად გულუბრყვილობას წარმოადგენდა. ფაქტი, რომ უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა უკვე დიდი წარმატებაა“, - განაცხადა პეტრ პაველმა.

მისი თქმით, რუსეთს კომპრომისზე წასვლის მზადყოფნა ჯერ კიდევ არ გამოუვლენია.

„მას ჯერ კიდევ მაქსიმალისტური მიზნები აქვს, რომელიც უკრაინაზე შეზღუდვების დაწესებას და უკრაინის მომავალს, კერძოდ მის ტერიტორიებს ეხება. ამიტომ, რუსეთზე პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური ზეწოლის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას, რათა მოლაპარაკებებში ნაკლებად ხელსაყრელ პოზიციაში არ აღმოჩნდნენ“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს