იურაი ბლანარი - პარტნიორებმა ძალიან ბევრი ლაპარაკი იციან დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია არჩევნების შედეგების პატივისცემა

პარტნიორებმა ძალიან ბევრი ლაპარაკი იციან დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთს არ შეუძლია არჩევნების შედეგების პატივისცემა, - ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

იურაი ბლანარის თქმით, ეუთო-მ მცირე დარღვევები კი დააფიქსირა, მაგრამ პარტნიორების ვალდებულებაა, პატივი სცენ არჩევნების შედეგებს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყველა კანონის დაცვით ჩატარდა არჩევნები, ზოგიერთს უნდოდა, რომ არჩევნები გამეორებულიყო. ეუთო-მ მცირე დარღვევები კი დააფიქსირა, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, პატივი ვცეთ არჩევნების შედეგებს. ეს დიალოგისთვის პოზიტიური არ არის. ჩვენთანაც იგივე სიტუაცია იყო. არჩევნები როდესაც მოვიგეთ, ქუჩებში ხალხი იყო გამოსული იმ მიზეზით, რომ არჩევნები ჩატარდა არასამართლიანად“, – განაცხადა იურაი ბლანარმა.

მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე