ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს შეხვდა.

„სენატორებს რიჩარდ ბლუმენტალსა და შელდონ უაითჰაუსს ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერისა და მშვიდობისთვის მუშაობისთვის მადლობა გადავუხადე. ჩვენს შეხვედრამდე სენატორები უკრაინის მიერ რუსეთიდან დაბრუნებულ ბავშვებს შეხვდნენ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

მისი თქმით, მოსკოვზე გავლენის მოხდენის საუკეთესო საშუალებას ზეწოლა წარმოადგენს.

„ამჟამად სენატში მნიშვნელოვანი სანქციების აქტია და ველით, რომ იგი იმუშავებს. სამართლიანია, რომ რუსული ფული ტერორისგან დასაცავად იქნას გამოყენებული და ჩვენ Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების შესაძენად გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხი განვიხილეთ. მადლობა პრეზიდენტს, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს მათი მხარდაჭერისთვის“, - აცხადებს ზელენსკი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს