კირ სტარმერის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ბავშვების სოციალურ მედიაზე წვდომასთან დაკავშირებით კანონმდებლობის მიღებას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ბავშვების სოციალურ მედიაზე წვდომასთან დაკავშირებით კანონმდებლობის მიღებას გეგმავს.

„ზოგიერთი ამბობს, რომ სოციალურ მედიაზე წვდომა 16 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს აეკრძალოს. სხვები ამბობენ, რომ ეს ბავშვებს კიდევ უფრო ბნელი ადგილებისკენ უბიძგებს. დღეს ახალგაზრდებს შევხვდი და მითხრეს, რომ ისინი ახალ ამბებს სოციალური მედიიდან იგებენ და ეს ახალ ამბებზე წვდომაში მათ ხელს შეუშლის. ამიტომ ეს ყველაფერი დეტალურად უნდა განვიხილოთ“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა რამდენიმე თვეში მოხდეს, მაგრამ ეს 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის სრულად აკრძალვას არ ნიშნავს.

ასევე, სტარმერმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობა ხელოვნური ინტელექტის ჩატ-ბოტების წინააღმდეგ შეზღუდვებს გაითვალისწინებს.

ცნობისთვის, დეკემბერში ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედია აკრძალა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს