სალომე სამადაშვილი - ბოლო ცვლილებები ხელისუფლების სისუსტის გამოხატულებაა - კანონი გასაჩივრდება, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რადგან ეწინააღმდეგება კონვენციას

კანონი გასაჩივრდება ჩვენი მხრიდან ყველა ინსტანციაში, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ეს კანონი ეწინააღმდეგება კონვენციას, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც ეხმაურება დაანონსებულ ცვლილებებს, რომლის თანახმად, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება „ქართული ოცნების“ სისუსტის გამოხატულებაა.

„ჩემი პოლიტიკური შეფასება ამასთან დაკავშირებით არის, რომ ეს არის ხელისუფლების სისუსტის გამოხატულება. ეს ხელისუფლება რეალურად თავს გრძნობს აბსოლუტურად მოწყვლადად. ავტოკრატიების ბუნებაა ასეთი, რაც გარედან ჩანს ძალიან მყარი, სინამდვილეში არის ძალიან მარტივად მსხვრევადი და როგორც ჩანს, მათ ეს იციან. მეორე, მათ დაკარგული აქვთ დემოკრატიული ლეგიტიმაცია. ეს კანონი არ უნდა განვიხილოთ კონტექსტიდან ამოგლეჯილად. ცდილობენ ოპოზიციური პარტიების საკონსტიტუციო სასამართლოს დახმარებით აკრძალვას, აწარმოებენ სამართლებრივ დევნას ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ და ასევე ტარდება მთელი ჯარი რეპრესიული ზომების და არ შეიძლება ხელისუფლება ამას აკეთებდეს და მას სჯეროდეს, რომ აქვს რაიმე დემოკრატიული მანდატი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გარდა ამისა, სალომე სამადაშვილმა გადაცემაში ოპოზიციაში ერთიანობის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „არაფერი ახალი არ ხდება და ერთობის ქარტიაში რაც არის, საკმარისია“.

„წლებია არის ინიციატივები გაერთიანების, ხან მემორანდუმს ვაფორმებთ, ხან რას, მაგრამ ამ ყველაფრის შედეგი საზოგადოებამ ვერ დაინახა. ჩვენ არაერთხელ ვყოფილვართ მონაწილეც და ინიციატორიც საერთო ფორმატების შემუშავების და საერთო ფრონტის გზით მოქმედებით. ჩვენ არასდროს არავის თავს არ ვესხმით. შეგახსენებთ, რომ უბინძურესი კამპანია აწარმოეს ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენ პასუხსაც არ ვცემდით. წარსულიდან დასკვნა რაც გამოტანილია არის ის, რომ ზოგად ამოცანებზე შეთანხმება არსებობს ოპოზიციაში, ასეთი შეთანხმება არაერთხელ იქნა გაფორმებული, მათ შორის საპრეზიდენტო ქარტიასთან დაკავშირებით და სხვა. ახალი არაფერი არ არის, მე ვერ ვხედავ, რომ დღეს არსებობს რაიმე ახალი შეთავაზება, რომელიც დაამატებს [რამეს] იმ შეთანხმებებს, რომელიც უკვე არსებობს ოპოზიციაში. ჩვენი აზრით, არაფერი ახალი არ ხდება. ქარტიაში რაც არის საკმარისია. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გავაუქმოთ ჩვენი პარტია და ვთქვათ, რომ ეს პარტია აღარ არსებობს. ვერ ვხედავთ, რომ რაიმე ახალი ხდება ისეთი, რომელზეც დროშა უნდა დავიჭიროთ და გამოვაცხადოთ, რომ ეს არის სიახლე, არ გვინდა საზოგადოების კიდევ ერთი იმედგაცრუება გამოვიწვიოთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა