კახა კალაძე - თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ, ლიეტუვის საელჩოს წერილით არ მოუმართავს - რაც შეეხება ოფიციალურ მიღებას, რომ მივეწვიე, მივიდოდი, რა პრობლემა იქნებოდა?!

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძის განათების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს არ მიუმართავს.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ანძის ამა თუ იმ ქვეყნის დროშის ფერებში განათება,ხდება მაშინ, როდესაც თბილისის მერიას ოფიციალური წერილით მიმართავენ.

„თბილისის სატელევიზიო ანძის განათება ხდება ასე - ამა თუ იმ ქვეყნის საელჩოდან მოგვმართავენ ოფიციალური წერილით და მუნიციპალიტეტი ანათებს მათი ქვეყნის დროშის შესაბამის ფერებში. დამოუკიდებლად ჩვენ არაფერს ვაკეთებთ. არ ყოფილა მომართვა მათი მხრიდან, შესაბამისად, არ გაგვინათებია“, - განმარტა დედაქალაქის მერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ოფიციალურ მიღებაზე მმართველი ხელისუფლების წევრების არყოფნა ხომ არ უკავშირდება კრიტიკულ განცხადებებს, კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მათი მისამართით კრიტიკულ განცხადებებს კი არ აკეთებს, არამედ საქართველოს კონსტიტუციას იცავს.

„კრიტიკულ განცხადებებს კი არ ვაკეთებთ მათი მისამართით, ჩვენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს კონსტიტუციას ვიცავთ და პასუხს ვცემთ მათ, ვინც არასამართლიანად ეპყრობა საქართველოს. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება ოფიციალურ მიღებას, მე არ ვიცი როდის იყო მათი დამოუკიდებლობის დღე. მე პირადად არანაირი მოსაწვევი არ მიმიღია და რომ მივეწვიე მათ, მივიდოდი. რა პრობლემა იქნებოდა?! არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს