ესპანეთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 5 მოზარდი ემსხვერპლა

ესპანეთში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 5 ახალგაზრდა ემსხვერპლა, - ინფორმაციას კატალონიური გამოცემა Ara ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხანძარი კატალონიაში, მანლეუს მუნიციპალიტეტში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა, რის შედეგადაც, 5 მოზარდი დაიღუპა და 5 ადამიანი დაშავდა.

კატალონიის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სათავსო ოთახში გაჩნდა, თუმცა მისი გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კატალონიიის პოლიციაში განაცხადეს, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა