„საქართველოს ბანკი“ ახალ YouTube პროექტ „ფორმაში“-ს იწყებს

ერთი ქართველი სპორტსმენი და ერთი კრეატორი - ეს „საქართველოს ბანკის“ ახალი YouTube პროექტია.

პროექტი „ფორმაში“ მაყურებლებს ერთი სუნთქვით სანახავ ეპიზოდებს ჰპირდება, რომლის ფარგლებშიც მათ შესაძლებლობა ექნებათ, სპორტსმენები განსხვავებულ ფორმაში გაიცნონ.

თითოეული ეპიზოდის განმავლობაში, გადაცემის მონაწილეები 3-3 სახალისო დავალების შესრულებაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

პირველი ეპიზოდი 17 თებერვალს, საქართველოს ბანკის YouTube არხზე - @argacherde განთავსდება, სტუმრები კი იქნებიან სპორტსმენი, გიორგი ლორია და კრეატორი, გიორგი ქორიძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი YouTube ეკოსისტემისა და ქართველი კრეატორების გაძლიერების ხელშეწყობისთვის, სხვადასხვა პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, შექმნა საქართველოში პირველი YouTube რეალითი შოუ “Creator”-ი, რომლის ფარგლებშიც, დამწყებ კრეატორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ რჩევები გამოცდილი და ცნობილი იუთუბერებისგან, გაეზიარებინათ მათი გამოცდილება და პირველი ნაბიჯები გადაედგათ YouTube სივრცეში.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე