გია ვოლსკი სუს-ში ლევან დავითაშვილის გამოკითხვაზე - ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება, ყოფილი მინისტრი ან რომელიმე სტრუქტურის მუშაკი იქნეს დაბარებული, ეს არ ნიშნავს, რომ მის მიმართ ეჭვი ან ბრალდების წინაპირობა არსებობს

დეტალები არ ვიცით - ამის თაობაზე სათანადო განცხადება გაკეთდება. ზოგადად, გამოკითხვაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი არსებობს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სუს-ში ლევან დავითაშვილისა და გიორგი ჩიქოვანის დაბარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს დაბარება არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი ან რაიმე ბრალდების წინაპირობა არსებობს.

„დეტალები არ ვიცით - ამის თაობაზე სათანადო განცხადება გაკეთდება. ზოგადად, გამოკითხვაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი არსებობს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება, ყოფილი მინისტრი იქნეს დაბარებული ან რომელიმე ადმინისტრაციის რომელიმე დეპარტამენტის, სტრუქტურის ხელმძღვანელი ან მუშაკი. ეს არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი ან რაიმე ბრალდების წინაპირობა არსებობს”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი ვიცე - პრემიერი, ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე ამ წუთებში იმყოფებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს