გზის გადაკეტვის ფაქტზე გიორგი რომელაშვილსა და ილია ღლონტს 4-4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ

გზის გადაკეტვის გამო სასამართლომ აქტივისტი გიორგი რომელაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარაძემ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „პუბლიკა“ ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რომელაშვილს 7 თებერვალს რუსთაველზე საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა.

ასევე, დღეს ტროტუარზე დგომის ფაქტზე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო ილია ღლონტი და მას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ღლონტს 17 დეკემბერს პარლამენტთან ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს