Reuters - ირანი სამხედრო წვრთნების ფარგლებში ჰორმუზის სრუტის ნაწილს დროებით დაკეტავს

ირანი სამხედრო წვრთნების ფარგლებში ჰორმუზის სრუტის ნაწილს დროებით დაკეტავს, - ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Fars-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დღეს, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ სამხედრო წვრთნების დროს ჰორმუზის სრუტის ნაწილს საზღვაო უსაფრთხოების გამო რამდენიმე საათით დაკეტავს.

ცნობისთვის, ირანმა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო წვრთნების დაწყების შესახებ გუშინ გამოაცხადა.

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, წვრთნების მიზანს საზღვაო ქვედანაყოფების მზადყოფნის შემოწმება წარმოადგენს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს