საფრანგეთმა რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული ტანკერი რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა

საფრანგეთმა გაათავისუფლა ტანკერი, სახელწოდებით „გრინჩი“, რომელიც სანქციების დამრღვევ რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ სავარაუდო კავშირის გამო იყო დაკავებული.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ტანკერი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა მფლობელმა რამდენიმე მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა გადაიხადა.

„ტანკერი „გრინჩი“ საფრანგეთის ტერიტორიულ წყლებს ტოვებს რამდენიმე მილიონი ევროს გადახდისა და ფო-სიურ-მერში სამკვირიანი იმობილიზაციის შემდეგ, რომელიც ძვირი დაუჯდა. ევროპის სანქციებისგან თავის არიდება თავის ფასს მოითხოვს. რუსეთი ვეღარ შეძლებს თავისი ომის დაუსჯელად დაფინანსებას ჩვენს სანაპიროებთან ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 22 იანვარს საფრანგეთმა განაცხადა, რომ ხმელთაშუა ზღვაში დააკავა კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ნავთობ ტანკერი, რომელიც, რუსეთიდან, მურმანსკიდან, გავიდა და სავარაუდოდ, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი იყო. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტანკერი, სახელად „გრინჩი“, საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფებოდა და არსებობდა ეჭვი, რომ ის ყალბი დროშის ქვეშ ცურავდა. საფრანგეთის საზღვაო ძალები, მოკავშირეების დახმარებით, ესპანეთსა და მაროკოს შორის მცურავ გემზე ავიდნენ. საფრანგეთის საზღვაო უწყების წარმომადგენელთა თქმით, გემის ჩხრეკამ „დაადასტურა ეჭვები დროშის კანონიერებასთან დაკავშირებით“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე