გიორგი სიორიძე - ვაკვირდებით მორიგ ეპიზოდს ივანიშვილისეული საპნის ოპერიდან - „სატურნი ჭამს თავის შვილებს”

ჩვენ ვაკვირდებით მორიგ ეპიზოდს ივანიშვილისეული საპნის ოპერიდან, „სატურნი ჭამს თავის შვილებს”, - ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე სუს-ში ლევან დავითაშვილისა და გიორგი ჩიქოვანის დაბარებას.

გიორგი სიორიძის თქმით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში არის „წარმოუდგენელი მასშტაბის სისტემური კორუფცია“.

„ჩვენ ვაკვირდებით იმას, როგორ მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ სხვადასხვა კლანს შორის დაპირისპირება, ბრძოლა. ამით რეჟიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით ამდენი წლის განმავლობაში, რომ ქვეყანაში არის წარმოუდგენელი მასშტაბის სისტემური კორუფცია, მასში ჩართულია სახელმწიფო მანქანის ყველა რგოლი. რა თქმა უნდა, ამას არანაირი კავშირი არ აქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, თუმცა ის, რომ კორუფცია არსებობდა, ამას „ქართული ოცნებაც“ ადასტურებს, მაგრამ როდესაც რეჟიმი შეიცვლება, მაშინ სამართლიანი სასამართლოს პირობებში მოუწევს, ყველას პასუხის გაცემა კორუფციულ დანაშაულებზე, რომელსაც სისტემურად ჩადიოდნენ“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე ამ წუთებში იმყოფებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს