ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყანდაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს ასოციაციის სამომავლო გეგმები და საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს