გიორგი შარაშიძე - დავითაშვილის გამოკითხვა ერთი ვერსიით, პოლიტიკური ანგარიშსწორების ხაზის გაგრძელებაა - ყაველაშვილის გამოსვლა კი ჩვენთვის არ იყო საინტერესო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტექსტის წაკითხვის უნარები გაუმჯობესებული აქვს

ლევან დავითაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დროინდელი თანამდებობის პირია, ასე რომ, არ არის გამორიცხული უკავშირდებოდეს ღარიბაშვილი-ლილუაშვილის კლანის წინააღმდეგ ბრძოლას, - ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ ყოფილი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, იკვეთება ორი შესაძლო ვერსია - პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება ან პროპაგანდისტული დღის წესრიგის ფორმირება.

„კომიკური ხდება სუს-ის გამოძიებების სერია. დიდი ალბათობით, ისევ პროპაგანდას ემსახურება. ისევ, რაღაც ჩანაფიქრია. ბოლო პერიოდში „ოცნებამ“ აქტიურად დაიწყო საუბარი ევროპასთან დაკავშირებადობის თემასთან, რომ ხედავენ როგორ იცვლება სიტუაცია რეგიონში, რამდენად წინ არის სომხეთი-აზერბაიჯანი, შეიძლება რაღაც ტიპის გათვლა აქვთ. ხალხს აჩვენონ, როგორ სურთ ევროპასთან ეკონომიკური ურთიერთობა ან პირიქით საქართველომ რაღაც როლი წარმოაჩინოს და ძალიან არ დაიჩრდილოს იმ პროგრესის ფონზე, რაც აქვთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს.

ეს გამოძიება ერთი მხრივ, ემსახურება შიდა პოლიტიკურ გარჩევებს. სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც გასაკვირი იყო ლევან დავითაშვილის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარება. დავითაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დროინდელი თანამდებობის პირია, მათ შორის, ვიცე-პრემიერი იყო, ეკონომიკის მინისტრი იყო, ასე რომ არ არის გამორიცხული უკავშირდებოდეს ღარიბაშვილი-ლილუაშვილის კლანის წინააღმდეგ ბრძოლას, რადგან არავინ დატოვეს თუკი ვინმე ამ ფლანგზე იყო. ყველას მიმართ, როგორც მინიმუმ, კითხვები ისმის. ერთი ვერსიაა პოლიტიკური ანგარიშსწორების ხაზის გაგრძელება და მეორე ვერსიაა პროპაგანდისტული ხაზის ჩამოყალიბება“,- განაცხადა შარაშიძემ.

შარაშიძემ ასევე ისაუბრა მიხეილ ყაველაშვილის პარლამენტში მოხსენებაზე.

შარაშიძემ განაცხადა, რომ მიხეილ ყაველაშვილი დამოუკიდებლად არ ქმნის დღის წესრიგს და მისი გამოსვლის ტექსტი მმართველი გუნდის პარტიულ ოფისშია მომზადებული.

„ყველამ კარგად იცის, რომ ყაველაშვილი არც დღის წესრიგს ქმნის, არც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, არც ამ ტექსტის მომზადებაში მონაწილეობა ექნებოდა მიღებული. რა თქმა უნდა, გამოსვლის ტექსტი დაწერილია „ოცნების“ პარტიულ ოფისში და მისთვის მიწოდებული. უნდა ითქვას, რომ ტექსტის წაკითხვის უნარები გაუმჯობესებული აქვს. პროგრესი იგრძნობოდა. ჩვენთვის არ იყო საინტერესო თემა. ის დრო, რაც ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარეს ეკუთვნოდა ჩვენ არ გამოვიყენეთ. ჩვენთვის მთავარი იყო რამდენიმე რამის გაჟღერება და გახმოვანება. პირველი ის, რომ მიხეილ ყაველაშვილი არის ივანიშვილის პრეზიდენტი“,- განაცხადა შარაშიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე