ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზად არის, თავი შეიკავოს დარტყმებისგან - კითხვა მხოლოდ რუსებთანაა: მათ რა უნდათ?

უკრაინა მზად არის, თავი შეიკავოს დარტყმებისგან, კითხვა მხოლოდ რუსებთანაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას ომი არ სჭირდება და სარკისებურად მოქმედებს - იცავს ქვეყანას და მის დამოუკიდებლობას.

“დღეს კიდევ იქნება დელეგაციის ანგარიში - ჟენევაში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის მერე. ჩვენებმა ამ დარტყმებზე უნდა დააყენონ საკითხი - პირველ რიგში, ამერიკულ მხარესთან, რომელიც ჩვენც და რუსეთსაც სთავაზობდა, დარტყმებისგან თავის შეკავებას. უკრაინა მზად არის. ომი არ გვჭირდება. და ყოველთვის სარკისებრ ვმოქმედებთ: ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს დამოუკიდებლობას. ასევე მზად ვართ, სწრაფად ვიმოძრაოთ ომის დასრულებაზე ღირსეულ შეთანხმებისკენ. კითხვა მხოლოდ რუსებთანაა: მათ რა უნდათ”,-განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ისტორიულ თემატიკაზე "ფანტასტიკური ჟანრის" საუბრებს რუსეთისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე რეალურ დიპლომატიასა და ხანგრძლივ მშვიდობას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს