პერუს კონგრესმა ქვეყნის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენა

პერუს კონგრესმა ქვეყნის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პერუს კონგრესმა ქვეყნის პრეზიდენტის, ხოსე ხერის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა სკანდალის გამო, რომელიც ხერის ჩინელ ბიზნესმენებთან ფარულ შეხვედრებს უკავშირდება.

ხერის თანამდებობიდან გადაყენებას კონგრესმა მხარი 75 ხმით 24-ის წინააღმდეგ დაუჭირა.

ხოსე ხერი პერუს რიგით მესამე პრეზიდენტია, რომელიც კონგრესმა თანამდებობიდან გადააყენა.

კონსტიტუციის თანახმად, ახლა კონგრესმენები პერუს კონგრესის ახალ ლიდერს აირჩევენ, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობასაც დაიკავებს.

ცნობისთვის, ხოსე ხერიმ პერუს პრეზიდენტის თანამდებობა გასული წლის ოქტომბერში მას შემდეგ დაიკავა, რაც კონგრესმა ყოფილ პრეზიდენტს, დინა ბოლუარტეს ქვეყანაში ძალადობის ზრდის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე იმპიჩმენტი გამოუცხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე