აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენეს

აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენეს, - ინფორმაციას გამოცემა New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნავთობტანკერი Marinera-ს იგივე Bella 1-ის ქართველ კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს აშშ-ში ბრალი ოფიციალურად 12 თებერვალს წაუყენეს.

ავთანდილ კალანდაძეს ბრალი ორი ფედერალური დანაშაულისთვის წაუყენეს. კერძოდ, პირველი ბრალდება ხომალდზე გაიანას დროშის აღმართვას ეხება, მაშინ, როდესაც გემი გაიანაში რეგისტრირებული არ იყო, ხოლო მეორე ბრალდება აშშ-ის სანაპირო დაცვის ბრძანების დაუმორჩილებლობას უკავშირდება.

ცნობისთვის, ვენესუელასთან დაკავშირებული და რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera იგივე Bella 1 ირანიდან 2025 წლის აგვისტოში გავიდა და ვენესუელისკენ მიცურავდა. აშშ-მა ნავთობტანკერის დაკავება 21 დეკემბერს კარიბის ზღვაში ვენესუელის ბლოკადის დროს სცადა. ამერიკელმა სამხედროებმა ნავთობტანკერი ისლანდიასთან ახლოს 7 იანვარს დააკავეს. დაკავების შემდეგ ნავთობტანკერი და ეკიპაჟის წევრები, მათ შორის გემის ქართველი კაპიტანი, ავთანდილ კალანდაძე შოტლანდიის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ქართველი კაპიტნის მეუღლემ მისი დაკავების გასაჩივრება დიდი ბრიტანეთის სასამართლოში სცადა. სულ ტანკერზე საქართველოს 6 მოქალაქე, ასევე, უკრაინის, რუსეთისა და ინდოეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

გასული თვის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ავთანდილ კალანდაძე შოტლანდიიდან წაიყვანა. ქართველი კაპიტნის მეუღლის ადვოკატმა განაცხადა, რომ კალანდაძე „აშშ-ის მთავრობამ ფაქტობრივად გაიტაცა“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს