შალვა პაპუაშვილი - მამულიშვილი - უამრავ ეპითეტს შორის, ალბათ, ესაა ყველაზე სრულად გამომხატველი იმ დამოკიდებულების, რაც იყო, არის და იქნება ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების მამოძრავებელი ძალა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის წვლილი არაერთი მნიშვნელოვანი ეტაპის თანმხლები და ხშირად განმსაზღვრელიც გახდა თანამედროვე საქართველოს ისტორიულ გზაზე. სწორედ ამ პასუხისმგებლობის განცდა და სამშობლოსადმი ერთგულება აძლევს მის საქმიანობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„70 წლის იუბილეს ვულოცავ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, უდიდეს ქველმოქმედსა და მეცენატს ბიძინა ივანიშვილს. ვუსურვებ მხნეობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას მის ოჯახთან ერთად.

მამულიშვილი - უამრავ ეპითეტს შორის, ალბათ, ესაა ყველაზე სრულად გამომხატველი იმ დამოკიდებულების, გრძნობის, სიყვარულის და ზრუნვის, რაც იყო, არის და იქნება ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების მამოძრავებელი ძალა.

დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან დაიწყო მისი ზრუნვა ქვეყნის გაძლიერებისა და განვითარებისათვის. გამოცდილებისა და შესაძლებლობების ზრდასთან ერთად ფართოვდებოდა ამ ზრუნვის მასშტაბიც - განათლებიდან და კულტურიდან დაწყებული, ინფრასტრუქტურით, სოციალურ მხარდაჭერითა და სახელმწიფოებრივი პროცესების გაძლიერებით გაგრძელებული.

მისი წვლილი არაერთი მნიშვნელოვანი ეტაპის თანმხლები და ხშირად განმსაზღვრელიც გახდა თანამედროვე საქართველოს ისტორიულ გზაზე. სწორედ ამ პასუხისმგებლობის განცდა და სამშობლოსადმი ერთგულება აძლევს მის საქმიანობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას," - წერს პაპუაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს