მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები - ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინა მილიონი ლარის ოდენობით პრემიას მიიღებენ, თითოეული 500 ათას ლარს.

როგორც პრემიერმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, პრემიის ოდენობა ისტორიული გამარჯვებიდან გამომდინარე გაორმაგდა.

„მე მინდა, პირველ რიგში, ჩვენს სპორტსმენებს მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. პირველად ისტორიაში ჩვენმა ქვეყანამ მოიგო ზამთრის ოლიმპიადაზე მედლები, რაც არის ძალიან დიდი წარმატება. გრძელდება ქართული სპორტის წარმატების ისტორია. განსაკუთრებული მადლობა ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედებს ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, ასევე, მათ მწვრთნელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გახდება საწინდარი სამომავლო ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის სპორტის ამ სახეობაში და სპორტის ზამთრის სახეობებში. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ გვქონდა დაწესებული პრემია საპრიზო ადგილებისთვის, თითო მედლისთვის და წყვილისთვის, შესაბამისად, დაწესებული იყო პრემია 500 ათასი ლარის ოდენობით, შესაბამისად, თითოეული მიიღებდა 250 ათას ლარს. ამ გამარჯვებისთვის ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და თითოეული სპორტსმენი წყვილში მიიღებს 500 -500 ათას ლარს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ისტორიული გამარჯვება, რომელიც მათ მოუტანეს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის