ირაკლი კირცხალია - მთავარია დაცული იყოს მკაფიო ხაზი უკანონო მიგრაციასა და ქვეყანაში ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის

ხელისუფლების პოლიტიკა ამ მიმართულებით მკაფიოა, ვინაიდან უკანონო მიგრაციასთან ეფექტური ბრძოლა, უსაფრთხოების გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც საკანონმდებლო ორგანო ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება, ურთიერთშეთანხმებით მუშაობს ამ გამოწვევის სწორად სამართავად.

„მოგეხსენებათ უკანონო მიგრაცია, თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების პოლიტიკა ამ მიმართულებით მკაფიოა, ვინაიდან უკანონო მიგრაციასთან ეფექტური ბრძოლა, უსაფრთხოების გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

როგორც საკანონმდებლო ორგანო ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება, ურთიერთშეთანხმებით მუშაობს ამ გამოწვევის სწორად სამართავად, სწორად სამართავად, იმიტომ რომ, მთავარია დაცული იყოს მკაფიო ხაზი უკანონო მიგრაციასა და ქვეყანაში ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის, რომლებიც სრულად კანონიერად ჩვენს მზარდ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები არიან.

სამწუხაროდ, არაერთხელ მოგვისმენია, მიზანმიმართული დეზინფორმაცია ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მხრიდან ამ საკითხის ირგვლივ. გაგახსენებთ, თუნდაც ერთ-ერთ ასეთ დესტრუქციულ კამპანიას, რომელიც ეხებოდა "იგლ ჰილსის" ისტორიულ პროექტს და ლოზუნგს ქვეყნის არაბიზაცია, რასთან დაკავშირებითაც კარგად გვახსოვს, ასევე ინტერპელაციის ფორმატში ისაუბრა ბატონმა პრემიერმა და ფაქტებით დაუსვა წერტილი ამ სპეკულაციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს სწორ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია. ამ მიზნით, ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" ინტერპელაციის წესით მიმართა პრემიერ-მინისტრს, მიგრაციის საკითხთან დაკავშირებული შეკითხვებით, რათა საზოგადოება იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული და არ მოხდეს პოლიტიკური სპეკულაციების გზით დეზინფორმაციის გავრცელება", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის