ირაკლი კობახიძე - 2025 წელს თავშესაფრის მიღებაზე 1 352 განაცხადი შემოვიდა, იმ პირთა 77,7%-ს, რომელთაც შარშან მიენიჭათ საერთაშორისო დაცვა, შეადგენენ უკრაინელები - კანონით, მაქსიმალურად შეიზღუდა თავშესაფრის სისტემით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა

ძალიან მნიშვნელოვანია თავშესაფრის სისტემის ბოროტად გამოყენების პრევენცია, საგრძნობად გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა და მუდმივად მზარდია ეს მაჩვენებლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოველწლიურად საშუალოდ 1 200-ზე მეტი განაცხადი შედის.

„2025 წელს შემოვიდა 1 352 განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე. რაც შეეხება სტატისტიკას, ქვეყნების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება - თურქეთი - 226 პირი, ინდოეთი -219 პირი, უკრაინა- 150 პირი, ირანი- 135 პირი, პაკისტანი- 116 პირი. მიღებული იქნა ახალი კანონი საერთაშორისო დაცვის შესახებ, მაქსიმალურად შეიზღუდა ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა. უმეტეს შემთხვევაში, აშკარად საფუძვლის გარეშე ითხოვენ თავშესაფარს უცხოელი მიგრანტები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქ გვქონდეს სათანადო რეაგირების საშუალება. დაინერგა სკრინინგის მექანიზმი, დაინერგა ასევე უსაფრთხო მესამე ქვეყნის კონცეფცია, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მარტივი, დაჩქარებული პროცედურების საფუძველზე ვუთხრათ უარი იმ პირებს თავშესაფარზე, რომლებსაც რეალური საფუძველი არ აქვთ. გაფართოვდა განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის შესაძლებლობა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაინერგა განცხადების უშუალოდ საზღვარზე განხილვის პროცედურა. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც უცხოელები ცდილობენ საქართველოში შემოსვლას, თავშესაფრის მიღებას, ისე, რომ აშკარად არ აქვთ არავითარი საფუძველი ამისათვის და ახალი რეგულაციები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საზღვარზე გავაბრუნოთ შესაბამისი პირები. იმ პირთა 77,7 პროცენტს, რომელთაც შარშან მიენიჭათ საერთაშორისო დაცვა, შეადგენენ უკრაინელები. გასაგებია მიზეზი, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. სულ მთლიანობაში დაკმაყოფილებულ განცხადებებში უკრაინელების წილი არის 42 პროცენტი. თავშესაფარ მიცემულ პირებს შორის 42 პროცენტი არიან უკრაინის მოქალაქეები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს