ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 19 აპრილს გაიმართება

ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 19 აპრილს გაიმართება, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ილიანა იოტოვამ განაცხადა.

„ბრძანებას გამოვცემ 19 აპრილს არჩევნების ჩატარების შესახებ“, - განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა, ილიანა იოტოვამ.

შეგახსენებთ, დეკემბერში ბიუჯეტისა და კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ფონზე ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, როსენ ჟელიაზკოვის კოალიციური მთავრობა გადადგა. პოლიტიკურმა პარტიებმა კი ახალი მთავრობის ფორმირება ვერ შეძლეს.

პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი, რუმენ რადევი იანვარში თანამდებობიდან გადადგა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ რადევი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

რუმენ რადევის გადადგომის შემდეგ ბულგარეთის პრეზიდენტის თანამდებობა მისმა ვიცე-პრეზიდენტმა, ილიანა იოტოვამ დაიკავა. გასულ კვირას იოტოვამ დროებითი მთავრობა დანიშნა, რომელსაც აპრილში დაგეგმილ არჩევნებამდე ბულგარეთის ეროვნული ბანკის მმართველის ყოფილი მოადგილე, ანდრეი გიუროვი უხელმძღვანელებს.

ცნობისთვის, ეს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბულგარეთში მერვე საპარლამენტო არჩევნები იქნება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის