სლოვაკეთმა ნავთობის ინდუსტრიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

სლოვაკეთმა ნავთობის ინდუსტრიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სლოვაკეთის მთავრობამ ნავთობის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდების გამო ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ასევე, სლოვაკეთის მთავრობის განცხადებით, „სლოვნაფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოთხოვნით სტრატეგიული ნავთობის რეზერვებიდან 250 000 ტონა ნავთობს გამოიყენებს.

„ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშაობას მინიმალურ რეჟიმში სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში უზრუნველყოფს, რითაც სლოვაკეთის ბაზარზე ნავთობის უწყვეტად მიწოდება გაგრძელდება“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ორშაბათს განაცხადა, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა ხორვატიას სთხოვეს, რუსული ნავთობის ადრიატიკის ნავთობსადენით მიწოდება დაუშვას.

სლოვაკეთის მთავრობის ცნობით, ხორვატიის გავლით რუსული ნავთობი სლოვაკეთამდე 20-30 დღეში მიაღწევს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე