შსს-ში აცხადებენ, რომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვის პარალელურად, სასამართლოსთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 15 პირია დაკავებული

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე 15 ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ჯერჯერობით უცნობია რა მუხლის დარღვევას ედავება საგამოძიებო უწყება დაკავებულებს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს, სავარაუდოდ, პროცესზე მყოფი პირები დაუპირისპირდნენ. კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე პირმა სასამართლოს ეზოს გარე პერიმეტრზე, ერთ-ერთი მანქანა დააზიანა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს