სახალხო დამცველი თბილისში მდებარე SOS ბავშვთა სოფელში იმყოფებოდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისში მდებარე SOS ბავშვთა სოფელში იმყოფებოდა, სადაც მცირე საოჯახო ტიპის სახლი, დედათა და ბავშვთა თავშესაფარი და ახალგაზრდული საცხოვრისი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველი გაეცნო დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას, შეხვდა ადგილზე მყოფ ბენეფიციარებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს, გაეცნო სერვისების მიწოდების ასპექტებს და ამ პროცესში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს.

„საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან, სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები ბავშვებისთვის აუცილებელია ბავშვებზე ორიენტირებული, უსაფრთხო და განვითარებაზე მიმართული გარემოს შემდგომი გაძლიერება, რაც ჰოლისტურ და განგრძობით მხარდაჭერას საჭიროებს. ამასთან, მნიშვნელოვანია 18-21 წლამდე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სრულწლოვანების მიღწევის გამო ტოვებენ სახელმწიფო ზრუნვის სისტემას, გაძლიერდეს გარდამავალი მხარდამჭერი პროგრამები, რათა მათ შეძლონ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის სათანადო მომზადება და სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია.

ამასთან, უმნიშვნელოვანესია დედათა და ბავშვთა თავშესაფრის სერვისის განვითარება, მათ შორის, ბიოლოგიური ოჯახის გრძელვადიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფა და ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების გაძლიერება.

სახალხო დამცველი განაგრძობს ალტერნატიული ზრუნვისა და ოჯახების მხარდამჭერ სერვისებზე სისტემატურ ზედამხედველობას და გამოვლენილ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე