ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბესარიონ ჟვანიასა და ძმებ დავით და გურამ კაკულიების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიასა და ძმებ დავით და გურამ კაკულიების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლო ბესარიონ ჟვანიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს, რაც შეეხებათ ძმებ კაკულიებს, ისინი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულები არიან, რის გამოც, დღევანდელ სხდომაზე მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე არ იმსჯელებენ, თუმცა, ახალ საქმეზე წინა სასამართლო სხდომის თარიღი განისაზღვრება.

პროცესს დისტანციურად ესწრებიან ძმები კაკულიები და რაც შეეხება ბესარიონ ჟვანიას, ის საქართველოში არ იმყოფება.

ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება წარუდგინეს.

პროკურატურის ცნობით, გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.

გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულები არიან და მათ 16 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს