მიხეილ სააკაშვილი - მგონი, ვეღარც ამჩნევთ, რომ ქვეყანაში ყველა ნიუსი დაჭერების ირგვლივ ხდება, ყველაფერი ერთი დადგმის ნაწილია - იმდენი ჩირქი დაგროვდა, რომ ეს ფურუნკული ძალიან მალე უნდა გასკდეს

ზურას შვილი სამწუხაროდ, მართლა მოკრიმინალო ელემენტია, მაგრამ ყველაფერი რაც ივანიშვილის დროს ჟვანიას სახელის გარშემო ხდება, არის ბინძური პოლიტიკური ქვეტექსტის მატარებელი და ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ - ისე მგონი, ვეღარც ამჩნევთ, რომ ქვეყანაში ყველა ნიუსი დაჭერების ირგვლივ ხდება, ყველაფერი ერთი დადგმის ნაწილია, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკავების საკითხსაც ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ის „მორიგი რეპრესირებული ჟურნალისტია“.

„ელისო კილაძე წინააღმდეგობრივი პიროვნებაა, მაგრამ არცერთი წამით არ მეპარება ეჭვი მისი დაკავების პოლიტიკურ მოტივში! ესაა მორიგი რეპრესირებული ჟურნალისტი, ეტყობა დიქტატურის მსახურებს რაღაცაში შეუშალა ხელი, თან ახლა ფარცხალაძეს აბამენ ყველას, სტალინის დროს ტროცკის რომ აბამდნენ ეგ ამბავია.

რაც შეეხება სხვა "საქმეებს" ეს არის ივანიშვილის მიერ ქუჩაზე კონტროლის მოპოვების ინსტრუმენტი.

რაც შეეხება ბუსა ჟვანიას წინააღმდეგ 5 წლის დაგვიანებით აღძრულ საქმეს, ამასაც კონკრეტული მიზანი აქვს. ზურას შვილი სამწუხაროდ მართლა მოკრიმინალო ელემენტია, მაგრამ ყველაფერი რაც ივანიშვილის დროს ჟვანიას სახელის გარშემო ხდება, არის ბინძური პოლიტიკური ქვეტექსტის მატარებელი და ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ. ახლა გამოაცხადეს ძებნაში და არა 2021-ში, ე.ი. მისი ოჯახისგან რაღაც დასჭირდათ სწორედ ახლა.

ისე მგონი ვეღარც ამჩნევთ, რომ ქვეყანაში ყველა ნიუსი დაჭერების ირგვლივ ხდება, ყველაფერი ერთი დადგმის ნაწილია. იმდენი ჩირქი დაგროვდა, რომ ეს ფურუნკული ძალიან მალე უნდა გასკდეს“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე