ბუსა ჟვანიას და ძმები კაკულიების ადვოკატი -  ახალი მტკიცებულება სისხლის სამართლის მასალებში არ არის, არსებულიც ვერ ადასტურებს იმას, რომ რომელიმე პირს შემხებლობა ჰქონდა საქმესთან

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, დავით და გურამ კაკულიების ადვოკატის, მარიამ ტაბატაძის განცხადებით, საქმეში ახალი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

როგორც ტაბატაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ აღნიშნა, პროკურატურამ სასამართლოში წარადგინა ვიდეოკადრები, რომლებიც, მისი თქმით, გამოძიებას 2021 წლიდან აქვს და ახალი გარემოებები სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება.

“პროკურატურამ წარმოადგინა ძველი კადრები, რომელიც 2021 წელს ჰქონდა და რამე ახალი მტკიცებულება სისხლის სამართლის მასალებში არ არის. არსებული მტკიცებულებებიც ვერ ადასტურებს იმას, რომ რომელიმე პირს შემხებლობა ჰქონდა საქმესთან.

რაც შეეხება კადრებს, ვნახეთ პარკირების კადრები და ა.შ. პარკირებაზე ვინ გადაადგილდება და პროკურატურის ამოჭრილი კადრები არ ადასტურებს, რაც დღეის მდგომარეობით ბრალად ედებათ.

ეს კადრები არ არის სრული მოცულობის”, - განაცხადა ადვოკატმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს