პროკურორი - ბრალდების მხარისთვის არ არის ცნობილი, სად იმყოფება ბრალდებული - კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას გავატარებთ, რომ ბესარიონ ჟვანია წარმოდგენილი იყოს სამართალდამცავ უწყებაში

განსაკუთრებული სირთულის საქმეს განსაკუთრებული სიფრთხილით და ძალისხმევით სჭირდება მტკიცებულებების მოპოვება, - ასე პასუხობს ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმის პროკურორი, გია შაიშმელაშვილი შეკითხვას: „რატომ დასჭირდა საქმის გახსნას ხუთი წელი და ამ დრომდე რატომ არ გასაჯაროვდა ვიდეომტკიცებულებები“.

გია შაიშმელაშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარე სასამართლოსა და დაზარალებულის წინაშე წარდგებოდა სანახევროდ მოპოვებული ინფორმაციით.

„საქმის მოცულობა იცით რამდენია? საქმის მასალები, გარდა ვიდეომტკიცებულებებისა, სატელეფონო კომპანიებიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა, GPS მონაცემებისა, ამ ყველაფრის გარდა საქმის მასალები დღეის მდგომარეობით უკვე 28 ტომია, ყველა ტომში 250 ფურცელია. ეს ინფორმაცია არ არის ქაღალდები, ეს არ არის ჩვეულებრივი დოკუმენტაცია, ეს ყველა არის სათითაოდ მტკიცებულება, რომელიც ამ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს და ამას შეკრება სჭირდება. ამ კატეგორიის ბრალდება, რომელიც მოიცავს განზრახ მკვლელობის შეკვეთილ პირთა ჯგუფის მიერ ორგანიზებას, დამეთანხმებით არ არის ადვილი საქმე. ამ განსაკუთრებული სირთულის საქმეს განსაკუთრებული სიფრთხილით და ძალისხმევით სჭირდება მტკიცებულებების მოპოვება. ეს მტკიცებულებები შესაბამისად უნდა ყოფილიყო მოპოვებული. ჩვენ ვერც სასამართლოს და ვერც დაზარალებულის წინაშე ვერ წარმოვდგებოდით სანახევროდ მოპოვებული ინფორმაციით“, - განაცხადა გია შაიშმელაშვილმა.

კითხვაზე, გამოცხადდება თუ არა ბესარიონ ჟვანიაზე საერთაშორისო ძებნა, პროკურორი აცხადებს, რომ „ბრალდების მხარისთვის არ არის ცნობილი, სად იმყოფება ბრალდებული, მას შემდეგ რაც ჩვენ მივიღებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე, კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას გაატარებს ბრალდების მხარე, რომ ბესარიონ ჟვანია წარმოდგენილი იყოს სამართალდამცავ უწყებაში“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე