სოფიო ხორგუანი „ქართულ ოცნებას“ - 20 ივნისს გახარიას პარლამენტი, რომ არ გადაერჩინა, ახლა ჩემს უკან პაპუაშვილი კი არა, ვინმე სააკაშვილის მიერ იქნებოდა ხელდასხმული - ნახევარზე მეტი გადაბარგებული იქნებოდით ისევ „ნაცმოძრაობაში"

„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის სოფიო ხორგუანის განცხადებით, უმრავლესობის წარმომადგენლებს „გიორგი გახარიას კომპლექსი“ აწუხებთ და მათი გამოსვლები ამას ადასტურებს.

ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში.

მისივე თქმით, 20 ივნისის მოვლენების დროს გიორგი გახარიამ პარლამენტი, როგორც ინსტიტუტი, „გადაარჩინა“.

„მესმის, რომ გაწუხებთ გიორგი გახარიას კომპლექსი. იმიტომ, რომ ყველა თქვენი გამოსვლა არის ამის დადასტურება. მე ამაში ვერ დაგეხმარებით, თქვენ თავად უნდა უშველოთ თქვენს თავს. რაც შეეხება 20 ივნისს, 20 ივნისს გიორგი გახარიას ეს პარლამენტი, რომ არ გადაერჩინა როგორც ინსტიტუტი, ახლა ჩემს უკან შალვა პაპუაშვილი კი არ იქნებოდა, ვინმე სააკაშვილის მიერ იქნებოდა ხელდასხმული. ნახევარზე მეტი უკვე გადაბარგებული იქნებოდით ისევ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

ყოველ ჯერზე დაგიბრუნებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ამ სავარძელში ჩასვა გავრილოვი (სერგეი) და მერე გაიქცა. სირცხვილია თქვენი დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეებისადმი. ამ ქვეყანაში უჭირს ხალხს და გადაწყვეტილებები სჭირდება, არა დემაგოგია, არა უტიფრობა, არა ჭორაობა“, - განაცხადა ხორგუანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე