არჩილ გორდულაძე - სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: “ქართული ოცნების“ გუნდის არცერთი წევრი არცერთ დიპლომატს და ბიუროკრატს თავს არ ესხმის - ჩვენ მხოლოდ ტყუილს ვამხელთ

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: “ქართული ოცნების“ გუნდის არცერთი წევრი არცერთ დიპლომატს და ბიუროკრატს თავს არ ესხმის - ჩვენ მხოლოდ ტყუილს ვამხელთ! პირიქით, ჩვენ საქართველოს ინტერესებზე თავდასხმას ვამხელთ, რასაც მომავალშიც გავაგრძელებთ, - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ გააკეთა.

გორდულაძემ ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება“ მათ შორის შიდა საქმეებში ჩარევას ამხელს, როგორიცაა, კონკრეტული ელჩის სასამართლო პროცესზე მისვლა და დასწრება.

“ეს ვენის კონვენციას არღვევს და არის ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევა. თუ ჩემი არ გჯერათ, ცოტა ხნის წინ ბელგიაში მომხდარი ფაქტი ნახეთ“, - განაცხადა გორდულაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს