ლევან დავითაშვილი - მიწევს ხოლმე საქმის გამო ვიზიტები, ახლაც დაგეგმილი ვიზიტი მქონდა, კვირის ბოლოს ვბრუნდები

ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი განმარტავს, რატომ არ იმყოფება საქართველოში.

მისი თქმით, დაგეგმილი ვიზიტი ჰქონდა და კვირის ბოლოს დაბრუნდება.

ასევე, დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქმიანი ვიზიტით არის საზღვარგარეთ.

"ჩვეულებრივ მიწევს ხოლმე საქმის გამო ვიზიტები. თითქმის ყოველ კვირას და ახლაც დაგეგმილი ვიზიტი მქონდა. კვირის ბოლოს ვბრუნდები, შემდეგ კვირას ისევ მიწევს წასვლა… რეალური ინფორმაცია ესაა", - განაცხადა დავითაშვილმა, რომლის კომენტარსაც BMG-ი ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა.

გამოკითხვის შემდეგ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ „შეხვედრა ევროპის გაზით მომარაგებაში საქართველოს მონაწილეობას და ამასთან დაკავშირებულ რისკებს შეეხებოდა“.

მოგვიანებით, სუს-ში განმარტეს, რომ დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა“. ასევე, უწყებაში განაცხადეს, რომ გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე