იზა ომაძე - ნიკო კვარაცხელიას ვერაგული მკვლელობის საქმეზე არცერთი ადამიანი უკანონოდ არ დაისჯება, ჩემი შვილის თანატოლებს როგორ შემიძლია ბრალი რამეში დავდო - მოვითხოვ, ყველა დამნაშავე ფიგურანტი კანონის შესაბამისად დაისაჯოს

ნიკო კვარაცხელიას ვერაგული მკვლელობის საქმეზე არცერთი ადამიანი უკანონოდ არ დაისჯება, - აცხადებს მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე.

ამასთან, ომაძე მოითხოვს, რომ ყველა დამნაშავე ფიგურანტი - იქნება ეს მაღალჩინოსანი თუ დაბალჩინოსანი კანონის სრული დაცვით დაისაჯოს.

"მეგობრებო, ნიკო კვარაცხელიას ვერაგული მკვლელობის საქმეზე არცერთი ადამიანი უკანონოდ არ დაისჯება. ჩემი შვილის თანატოლებს როგორ შემიძლია ბრალი რამეში დავდო, მეტსაც გეტყვით, ჩვენთვის ტრაგედიაა რა კადრებსაც ვუყურებ!

მაგრამ მოვითხოვ, ყველა დამნაშავე ფიგურანტი, მაღალჩინოსანი თუ დაბალჩინოსანი, კანონის შესაბამისად დაისაჯოს!

უკანონობას არაფრით არ დავუშვებ! ჭელიძემ და კავილაძემ წერტილ-მძიმეთი ყველაფერი თავად დაფქვეს, ვიდეოც კი არსებობს!", - წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს