რატი იონათამიშვილი - გახარიას პარტიის შვიდმა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა

გახარიას პარტიის შვიდმა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კერძოდ, იონათამიშვილი ეხმაურება პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის საკითხს ეხება.

იონათამიშვილის თქმით, თუ მათ არ იცოდნენ, რომელი საკითხი იდგა კენჭისყრაზე და ისე უარყვეს, „ეს უბედურებაა“.

„დღეს 84 ხმით შვიდის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მხარი დავუჭირეთ ცვლილებებს, კანონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, რომელიც ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის საკითხს ეხება. ეს ცვლილებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

გახარიას პარტიის შვიდმა წევრმა შშმ პირთა უფლებების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა! თან ისე, რომ განხილვის დროს არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ, არც ფრაქციის დროით უსარგებლიათ და არც არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.

თუ არ იცოდნენ, რომელი საკითხი იდგა კენჭისყრაზე და ისე უარყვეს, ეს ერთი უბედურებაა და, თუ იცოდნენ და შეგნებულად წავიდნენ წინააღმდეგი, მაშინ “გახარიების” მხრიდან ეს არის შშმ პირთა უფლებების წინააღმდეგ გადადგმული აქტი და მათ მოუწევთ შშმ პირებს აუხსნან, რატომ არიან იმ ცვლილებების წინააღმდეგი, რომელსაც შშმ პირებისთვის ესეთი დიდი მნიშვნელობა აქვს”, - წერს რატი იონათამიშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა