გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე მსჯავრდებული შოთა ქარუმიძე კვლავ ციხეში რჩება

„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე მსჯავრდებული შოთა ქარუმიძე ისევ ციხეში რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბაჩიაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ის 9-თვიანი თავისუფლების აღკვეთის შემდეგ გათავისუფლდა, შოთა ქარუმიძე ციხეს მაინც ვერ ტოვებს.

შოთა ქარუმიძეს ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ 4 წლითა და 6 თვის ვადით ჰქონდა თავისუფლება აღკვეთილი. თავის დროზე ქარუმიძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი ეთქვა, რის გამოც მათ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში აღარ გაუსაჩივრებიათ. იქიდან გამომდინარე, რომ საქმის წარმოება შოთა ქარუმიძის მიმართ სასამართლოში არ მიმდინარეობს, მასთან საპროცესო შეთანხმება ვერ გაფორმდება. შესაბამისად, სამართლებრივი მექანიზმები მის გასათავისუფლებლად აღარ არსებობს.

ცნობისთვის, შოთა ქარუმიძე გასული წლის 2 მარტს წინასწარშემუშავებული გეგმის შესაბამისად და ფულადი თანხის სანაცვლოდ ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სომხეთის მიმართულებით მალულად გადაიყვანა გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც მაშინ, როგორც ბრალდებულს, ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა.

შოთა ქარუმიძეს ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარებისთვის წარუდგინეს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ